A1 ბანერი

დარჩიაშვილი: უბანი,რომელსაც განვავითარებთ ექნება ტყე-პარკი, სარეკრეაციო ზონები, ყველაფერი რაც თანამედროვე ცხოვრებისთვისაა საჭირო

“რა თქმა უნდა, ის უბანი, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვფიქრობთ,იქნება აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე დაყრდნობილი”,- ამის შესახებ,”m2 უძრავი ქონების” გენერალური დირექტორის მოადგილემ, შორენა დარჩიაშვილმა “ტვ პირველთან” “ხრუშჩოვკების” დემონტაჟსა და მის ჩანაცვლებაზე საუბრისას განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ის უბანი, რომლის განვითარებასაც ჩვენ ვფიქრობთ,იქნება აბსოლუტურად თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებზე დაყრდნობილი. აუცილებლად იქნება ,რა თქმა უნდა, ტყე-პარკი, სარეკრეაციო ზონები ყველა ის ინფრასტრუქტურა, რაც თანამედროვე ცხოვრებისთვის არის აუცილებელი.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამის განსავითარებლად არ არის აუცილებელი იყოს მრავალსართულიანი განაშენიანება, რადგან მთავარი ღირებულება ახალ უბნებს და ახალ კორპუსებს აქვთ პირველი სართული, რომელიც გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის. შესაბამისად, ამის ხარჯზე მოხდება ეკონომიკური გათვლების დაბალანსება.“,-განაცხადა შორენა დარჩიაშვილმა.

“2015 წელს საკრებულოში შევიტანეთ განახლებული გეგმა, რომელიც დამტკიცდა საკრებულოს მიერ. შესაბამისად ამ ტერიტორიის ზონირებას განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების გეგმა, რომელიც , სამწუხაროდ, არ არის ასახული ზონირების ინტერაქტიულ რუკაზე, რომელიც 2009 წელს დაადგინა ქალაქმა. ეს არის ძირითადად გაუგებრობის მიზეზი“,-აცხადებს დარჩიაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...