დარჩიაშვილი: ხელისუფლებას არ აქვს სურვილი კრიმინალს სერიოზულად დაუპირისპირდეს

"ეს არის შედეგი ამ ხელისუფლების 4 წლიანი მმართველობისა, მის წამყვან ფიგურებს არც სურვილი აქვს მაინც და მაინც , რომ კრიმინალს სერიოზულად დაუპირისპირდნენ და თუ ვინმეს სურვილი აქვს წარმოდგენა არ აქვს, როგორ უნდა გააკეთოს, იმ ფონზე, როდესაც ძალიან ბევრი პატიმარი პოლიტპატიმრად თუ პოლიტდევნილად გამოცხადდა", – ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დავით დარჩიაშვილმა "აიპრესთან" ბოლო დროს თბილისში გახშირებული კრიმინალური მოვლენები. 

მისი თქმით, პოლიცია გამოყენებულია მხოლოდ სამოქალაქო აქტივიზმის და ოპონენტი პარტიების წინააღმდეგ. 

"პოლიციის პოლიტიზირება არის ძალიან ფართოდ გავრცელებული მოვლენა, მიუხედავად იმისა რასაც არ უნდა იძახდეს ივანიშვილით ბესელია, პოლიცია გამოყენებული არის ერთადერთი სამოქალაქო აქტივიზმის წინააღმდეგ და ოპონენტების წინააღმდეგ, ამ ფონზე რა თქმა უნდა კრიმინალს ეძლევა სერიოზული გასაქანი, ის ადამიანების ყველა იმპულსები რაც ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს, პოულობს გამოსავალს ქუჩაში, ხვალ ეს ყველაფერი აისახება ბიზნესზე თუ კი ასე გაგრძელდა", – განაცხადა დარჩიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად