დარჩია: ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს “ოცნების” გუნდს – დანატების გაცემა არ ყოფილა საკრებულოში განხილული

„ტვპირველში“ ჟურნალისტ ნატო გოგელიას მომზადებული სიუჟეტით, ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის მერიაში 2020 წლის 24 მარტიდან დანამატებს გასცემენ. რომელსაც ხელს აწერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე შარაშენიძე.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა:  ოზურგეთის მერიაში პრემიების გაცემის ფაქტი თუ დადასტურდა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული

გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბრიფინფი ჩაინიშნა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ განაცხადა:

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია “ქართული ოცნების” დეპუტატები მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსი წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საკრებულოს “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსი წინააღმდეგ ბრძოლაში. აგრეთვე, საკრებულოს “ქართული ოცნების” თითოეული წევრი, აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით 70 ოჯახს რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოვამარაგებთ.

აქვე მსურს გამოვეხმაუროთ ოზურგეთის მერიაში გაცემულ სახელფასო დანამატს. საკრებულოს პოზიცია ცალსახაა, აღნიშნული ტარებაში ეს ვითარება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. გამომდინარე იქიდან, რომ დანამატების გაცემა მერის ექსკლუზიური უფლებამისილება და ამასთან ოზურგეთის მერი არ წარმოადგენს პარტია ქართული ოცნების გუნდი დანამატების გაცემის საკითხი და ინფორმაცია ჩვენთან არ ყოფილა განხილული ან გაზიარებული“ – განაცხადა დავით დარჩიამ.

ტვ პირველის ექსკლუზივი

📌 მაშინ როცა ქვეყანაში პანდემიას ებრძვიან და ქართულ ოცნებაში აანონსებენ, რომ ხელფასების მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში ჩარიცხავენ, ტვ პირველმა ექსკლუზიურად გაარკვია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ოზურგეთის მერიაში პრემიები დარიგდა.

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on შაბათი, 04 აპრილი, 2020

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად