დაპირისპირება ფოთის აგრარულ ბაზარში-მოვაჭრეები, თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ

ამ წუთებში, ხმაური და დაპირისპირებაა ფოთის აგრარულ ბაზარში. მოვაჭრეები, თევზის ბაზრობის გაუქმებას აპროტესტებენ და სავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რიონის სანაპიროზე მდებარე სარეალიზაციო ობიექტის დემონტაჟი უნდა განხორციელდეს, რადგან იგი მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება. მოვაჭრეების განცხადებით მერიამ მცირე ზომის ალტერნატიული ფართი შესთავაზა, სადაც ფიზიკურად ვერ მოთავსდებიან. მათივე თქმით, წლების მანძილზე თევზის რეალიზაციას სხვა ადგილზე ახორციელებდნენ, რიონის სანაპიროზე კი მერიის გადაწყვეტილებით სამი წლის წინ გადმოიყვანეს. მათთვის გაუგებარია რატომ არ გაითვალისწინა მაშინ ხელისუფლებამ ის გარემოება, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტების განთავსება კანონდარღვევა იყო.

„მერიიდან მოვიდა გადადგენილება თევზის ბაზრის დახურვის მოთხოვნით. თავის დროზე ბაზრის დირექტორს მისცეს უფლება გაეხნა, მან გაგვიკეთა, მოგვიწყო და ვიყავით გადასარევად. მაცივრების და ყინვების გარეშე ჩვენ არ ვმუშაობთ, ყველანაირი პირობბები გვაქვს, წყალი, შუქი, მაგრამ რადგინდა, მოვიდა დადგენილება მერიიდან, რომ ბაზრის დირექტრმა დაანგრის და დაიწყეს დანგრევა. შემოგვთავაზეს ალტერნატიული ფართი მაგრამ, 36 კვადრატში ფიზიკურად 7 ქალი, თავისი მაცივრებით, თავისი აუზებით არ დაეტევა, ამას დაუნიც მიხვდება. სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ გავხსნით გზას, გვაქვს ბანკის ყოველდღიური გადასახადი“_ განაცხადა თევზის რეალიზატორმა ლალი ქორჩილავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად