დაპირისპირება „მისის შრი-ლანკას“ კონკურსზე – ტიტულის ყოფილმა მფლობელმა გამარჯვებულს გვირგვინი ძალით მოხსნა

დაპირისპირება მოხდა “მისის შრი-ლანკას” სილამაზის კონკურსზე კვირას, როდესაც ტიტულის ყოფილმა მფლობელმა გამარჯვებულს გვირგვინი ძალით მოხსნა და განაცხადა, რომ იგი განქორწინებული იყო და ამიტომ მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა.

შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში სილამაზის კონკურსში გამარჯვებულად პუშპიკა დე სილვა დასახელდა. ღონისძიების ვიდეომასალაზე ჩანს, რომ ორგანიზატორებმა გამარჯვებულს თავზე გვირგვინი დაადგეს.

ცოტა ხნის შემდეგ, სცენაზე ავიდა 2019 წლის ამავე კონკურსის და “მისის მსოფლიო 2020”-ის გამარჯვებული კეროლაინ ჯური, აიღო მიკროფონი და თქვა: “მცირე თხოვნა მაქვს. კონკურსში არსებობს წესი, რომ თქვენ უნდა იყოთ დაქორწინებული და არა განქორწინებული. ასე რომ, მე პირველ ნაბიჯს ვდგამ და ვაცხადებ, რომ გვირგვინი მიდის პირველ მეორეადგილოსანთან.”

შემდეგ ჯური დე სილვას მიუბრუნდა, თავიდან ძალით მოხსნა გვირგვინი და დაადგა პირველ მეორეადგილოსანს, რომელსაც ცრემლები წამოუვიდა და ჟიურის მადლობა გადაუხადა დე სილვას წასვლის შემდეგ.

“მისის მსოფლიო” არის სილამაზის საერთაშორისო კონკურსი დაქორწინებული ქალბატონებისთვის, რომელიც დაარსდა 1984 წელს. თითოეული ქვეყნის გამარჯვებული მიდის ქალბატონთა მსოფლიო კონკურსზე, რათა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. კონკურსის წესების თანახმად, განაცხადის მიღებისას მონაწილეები ქორწინებაში უნდა იყვნენ.

ინციდენტის შემდეგ, ორგანიზატორებმა დე სილვა კონკურსის ოფიციალურ გამარჯვებულად გამოაცხადეს და განცხადებაში აღნიშნეს, რომ კონკურსანტებს, რომლებიც კანონიერ ქოწინებაში იმყოფებოდნენ, კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ.

დე სილვამ ორშაბათს Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განაცხადა, რომ ის ამჟამად დაშორებულია მეუღლეს “პირადი მიზეზების გამო”, მაგრამ ისინი არ განქორწინებულან.

თავის განცხადებაში დე სილვამ მომხდარს შეურაცხყოფა უწოდა და დაგმო ჯურის ქმედებები, სადაც აღნიშნა, რომ ნამდვილი დედოფლები სხვა ქალთა გვირგვინებს არ იპარავენ. სამშაბათს Facebook-ზე გამოქვეყნებულ მეორე განცხადებაში დე სილვამ დაამატა, რომ მან აპატია მონაწილეებს.

“მისის მსოფლიოს” ორგანიზატორებმა კი განაცხადეს, რომ მიმდინარეობდა ამ ინციდენტის შესწავლა.

სილამაზის ბევრ კონკურსს აქვს შერჩევის წესი კონკურსანტების ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. მაგალითად, “მის ამერიკა” კრძალავს კონკურსანტებს, რომლებიც დაქორწინებულები არიან ან ოდესმე ყოფილან დაქორწინებული, ან რომლებიც ორსულად არიან, ან ოდესმე გაუჩენიათ ბავშვი.

წესები ადრე გააკრიტიკეს, როგორც მოძველებული და შემზღუდველი, ზოგიერთმა კი ორგანიზატორებს წესების შეცვლისკენაც მოუწოდა.

იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კონკურსანტის დისკვალიფიკაცია მოხდა, ასევე შემთხვევები, როდესაც გამარჯვებულებს ჯილდო ჩამოართვეს მას შემდეგ, რაც ორგანიზატორებმა გაარკვიეს, რომ ისინი ცრუობდნენ მათი ქორწინების შესახებ.

ცნობილია, რომ კარლინა დიურანი იძულებული გახდა გვირგვინი გადაეცა მისის დომინიკის რესპუბლიკისთვის 2012 წელს გამარჯვების შემდეგ, როდესაც ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მან წესები დაარღვია და დამალა თავისი ქორწინება და განაცხადა, რომ იგი არ იყო დაქორწინებული.

2018 წელს ვერონიკა დიდუსენკომ მის უკრაინის ტიტული მიიღო, მაგრამ ჩამოერთვა რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც გაირკვა, რომ იგი განქორწინებული დედა იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...