A1 ბანერი

დაპირისპირება ბათუმში – ვარშალომიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებაზე ერთი პირი დააკავეს

ლევან ვარშალომიძე ბათუმშია. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის დაბრუნებას, ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია.

სარფის გამშვებ პუნქტზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი, მერაბ ღოღობერიძე შეურაცხმყოფელი შეძახილებით დახვდა.

პოლიციამ ღოღობერიძე ადგილზე დააკავა. როგორც შსს-ს პრესცენტრში ამბობენ, მან ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუხლი დაარღვია, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვარშალომიძის მხარდამჭერებთან ერთად, სარფში იმყოფებოდა, სანდრა რულოვსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...