Danske Bank-ის ესტონეთის ფილიალის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვნეს

ტალინში Danske Bank-ის ესტონეთის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელის აივარა რეჰეს ცხედარი იპოვნეს, რომელიც 24 სექტემბერს გაუჩინარდა. ინფორმაციას პორტალი Delfi პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პორტალი ERR წერს, რომ მისი ცხედარი საკუთარი სახლის ბაღში აღმოაჩინეს.

წინასწარი ვესრიით, ბანკირმა სავარაუდოდ თავი მოიკლა.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი ტალინში 23 სექტემბერს გაუჩინარდა. ახლობლების თქმით, მან სახლი ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე დატოვა. როგორც ისინი იხსენებენ, რეჰე უცნაურად იქცეოდა: მან მობილური ტელეფონი სახლში დატოვა და ძაღლი სასეირნოდ არ წაიყვანა.
მამაკაცს ახლომდებარე ტყეშიც ეძებდნენ. ოპერაციაში მოხალისეებიც იყვნენ ჩართულნი.

Danske Bank-ი უდიდესი კომერციული ბანკია დანიაში, ასევე ერთ – ერთი წამყვანი ბანკი ჩრდილოეთ ევროპაში; მისი ფილიალები მსოფლიოს ათზე მეტ ქვეყანაშია განთავსებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად