დანიის პრემიერი დონალდ ტრამპს: გრენლანდია არ იყიდება!

დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა კუნძულ გრენლანდიის შეძენის შესახებ აშშ-ს პეზიდენტის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის არ იყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sermitsiaq ავრცელებს.

”გრენლანდია არ იყიდება. გრენლანდია გრენლანდიელებისაა. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს [კუნძულის შესყიდვის თაობაზე აშშ-ს პრეზიდენტის სურვილი] არასერიოზული განცხადებაა, ”- განაცხადა დანიის ლიდერმა.

16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი გრენლანდიის შესყიდვის შესაძლებლობას განიხილავს. მედიის ცნობით, დონალდ ტრამპმა ეს იდეა მრჩევლებთან განიხილა, რომლებმაც მისი გეგმა ”ეკონომიურად სიცოცხლისუნარიანად” შეაფასეს.

ამ გარიგების ღირებულება შესაძლოა 10 ტრილიონი აშშ დოლარი იყოს, ეს თანხა აშშ-ს მშპ-ს ნახევარს აღემატება.

თუმცა, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანე ლონ ბაგერმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გრენლანდიის ხელისუფლება არ არის თანახმა, მსგავსი საკითხი განიხილოს.

„გრენლანდია არ იყიდება, თუმცა გრენლანდია მზად არის, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან“, – განაცხადა გრენლანდიის ხელისუფლების წარმომადგენელმა The Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად