დანიის ხელისუფლება: აზრი, რომ დანიამ შესაძლოა აშშ-ს 50 ათასი მოქალაქე მიყიდოს, სიგიჟეა

დანიის ხელისუფლებას ნეგატიური რეაქცია ჰქონდა ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გრენლანდიის შესყიდვა სურს.

დანიის ეროვნული პარტიის წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში სერენ ესპერსენმა განაცხადა, რომ ასეთი გეგმები, თუკი ეს მართლაც ასე არის, იმის მტკიცებულებაა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჭკუიდან შეიშალა.

„აზრი, რომ დანიამ შესაძლოა აშშ-ს 50 ათასი თავისი მოქალაქე მიყიდოს, სრული სიგიჟეა“, – აღნიშნავს იგი.

დანიის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ლარს ლეკკე რასმუსენმა კი თავის Twitter-ზე ამერიკის პრეზიდენტის იდეას უდროო დროს გაკეთებული საპირველაპრილო ხუმრობა უწოდა.

15 აგვისტოს, Wall Street Journal-მა დაწერა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თავის მრჩევლებთან და ადვოკატებთან ერთად დანიისგან გრენლანდიის შესყიდვის საკითხს განიხილავს. გაზეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ის ადმინისტრაციაში აღნიშნულმა იდეამ ერთიანი მხარდაჭერა ვერ მიიღო. სექტემბერში, დონალდ ტრამპი სამეფოში თავისი პირველი ვიზიტის განხორციელებას გეგმავს, თუმცა, როგორც გაზეთი წერს, აღნიშნული ვიზიტი გრენლანდიის შესყიდვის საკითხს არ უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...