დანიაში ექიმებმა გამოავლინეს ინფიცირების პირველი შემთხვევა კორონავირუსის ვარიანტით, რომელიც მანამდე გამოვლენილი იყო სამხრეთ აფრიკაში. ამის შესახებ დანიის ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის სახელმწიფო ინსტიტუტმა განაცხადა.
“დანიაში დაფიქსირებულია COVID-19-ის სხვა ვარიანტით ინფიცირების პირველი შემთხვევა. ეს არის B.1.351/501Y ვირუსის ის ვარიანტი, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს”, – ნათქვამია პრესრელიზში.
დანიაში, ახალი შტამი რეგისტრირებულია კუნძულ ზელანდიაში. ითვლება, რომ იგი სამეფოში დუბაიდან მოხვდა.