დანიაში 37 ადამიანი მოითხოვს კომპენსაციას ვაქცინით აცრის შემდეგ გამოწვეული გართულებების გამო

დანიის პაციენტთა დაზღვევის ასოციაციამ, რომელიც ვაქცინების მოხმარების შემდეგ სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო კომპენსაციის საკითხებს სწავლობს, განაცხადა, რომ ამ დრომდე ასოციციამ მიიღო 29 საჩივარი ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით აცრილი ადამიანებისგან. კიდევ 8 განაცხადი არის Pfizer-BioNTech-ით ვაქცინირებულებისგან.

კომპენსაცია მოითხოვეს იმ ადამიანის ნათესავებმაც, რომელიც AstraZeneca-ს ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა. ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილში ჩამოყალიბდა თრომბი და ამ შემთხვევაში არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო პრეპარატის გამოყენებით.

“იმის გათვალისწინებით, რომ თითქმის მილიონი მოქალაქე აიცრა ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით, ასეთი პრეტენზიები საკმაოდ ბევრია. მაგრამ არსებობს რამდენიმე შემთხვევა, რომელთა განხილვაც გვსურს, რადგან მთელი იდეა პაციენტის კომპენსაციის სისტემაა, რომ სერიოზული, გრძელვადიანი გვერდითი გართულებების არსებობის შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა უნდა არსებობდეს”, – განმარტა ასოციაციის დირექტორმა კარენ-ინგერ ბასტმა.

შვედეთში, დაახლოებით 150 ადამიანმა მოითხოვა კომპენსაცია ვაქცინაციის გართულებების გამო. მათგან ორ შემთხვევაში საუბარია სიკვდილზე.

დანიის ჯანდაცვის სამინისტრომ უარი თქვა “ასტრაზენეკას” COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის აცრაზე და ასევე დრებით შეაჩერა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...