დანიასა და ესტონეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა

ესტონეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის სოციალური დაცვის მინისტრმა განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირებული ირანის მოქალაქეა, რომელიც ესტონეთის მუდმივი მაცხოვრებელია. იგი ქვეყანაში ავტობუსით რიგადან ჩავიდა და ჯერ კიდევ სარკინიგზო სადგურზე გამოიძახა სასწრაფო დახმარება.

გარდა ამისა, აგრეთვე ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა დანიაში. ვირუსი დაუდგინდა ტელემაუწყებლობა TV 2-ის თანამშრომელს, რომელიც იტალიის სამთო კურორტიდან დაბრუნდა ქვეყანაში. ამ ეტაპზე მამაკაცი იზოლირებულია თავის სახლში. მის მეუღლესა და შვილს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ, ვირუსი არ დაუდგინდა.

ახალმა კორონავირუსმა ევროპაში სწრაფად გავრცელება მას მერე დაიწყო, რაც მან იტალიაში იფეთქა. იტალიას კი მოჰყვა გერმანია, ავსტრია, ესპანეთი, საბერძნეთი, ნორვეგია და საქართველოც.

2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 82 164 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 2 801-მდე გაიზარდა.

დაღუპულთაგან თითქმის ყველა ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენს – 2 მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, 1 – ფილიპინებზე, 3 – იაპონიაში, 1 – ტაივანში, 2 – საფრანგეთში, 4 – საკრუიზო ლაინერ Diamond Princess-ზე, 12 – იტალიაში, 13 – სამხრეთ კორეაში, 19 – ირანში.

საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 30 109 პაციენტი განიკურნა.

ახალი ტიპის კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა. უხანი კი პროვინცია ხუბეის ეკუთვნის. შემდეგ ვირუსის შემთხვევები აგრეთვე დაფიქსირდა ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად