დანიამ ორსულებსა და მეძუძურ ქალებს ვაქცინაციის რეკომენდაცია მისცა

დანიის ხელისუფლებამ ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უფლება მისცა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სააგენტო ავრცელებს.

“ორსულ ქალებს კორონავირუსის მძიმე ფორმით მიმდინარეობის რისკი აქვს, ფეხმძიმობის დროს ინფიცირებამ კი შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობის რისკი გაზარდოს. ბოლო მონაცემებისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლის შემდეგ, დანიამ გადაწყვიტა, ორსულებსა და მეძუძურ ქალებს ვაქცინაციის რეკომენდაცია მისცეს”, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ქვეყნებში, მათ შორის აშშ-სა და კანადაში, სადაც ორსულების ვაქცინაცია კომპანიების Pfizer და Moderna პრეპარატებით მიმდინარეობს, აჩვენა, რომ ვაქცინა ორსული და მუცლად მყოფი ბავშვებისთვის, ასევე მეძუძური დედებისთვის და დედის რძეზე მყოფი ბავშვებისთვის ეფექტური და უსაფრთხოა.

ვაქცინაცია ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრშია რეკომენდირებული, თუმცა ექიმთან კონსულტაციის შემდეგ პირველ ტრიმესტრშიც შესაძლებელია.

კომენტარები
იტვირთება...