დანიამ ჩეხეთს 2:1 სძლია და ევრო 2020-ის ნახევარფინალში გავიდა

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე ევრო 2020-ის მესამე მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა

ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე მესამე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დანიის და ჩეხეთის ნაკრები გუნდები შეხვდნენ.

შეხვედრის პირველ ნახევარში დანიელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს (5′, თომას დილეინი), შემდეგ საიმედოდ დაიცვეს თავი და ტაიმის მიწურულს სწრაფი კონტრშეტევის დროს კიდევ ერთხელ შეძლეს ჩეხეთის ნაკრების კარის აღება (42′. კასპერ დოლბერგი).

შესვენების შემდეგ, 49-ე წუთზე, ჩეხეთმა ანგარიშსი სხვაობა შეამცირეს (49′, პარტილ შიკი).

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ნახევარფინალში დანია ინგლისს და უკრაინას შორის გამარჯვებულს შეხვდება

კომენტარები
იტვირთება...