დანიამ 10-ზე მეტი ადაიამიანის შეკრება და 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალა

დანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, გაამკაცროს შეკრებილი ადამიანების ლიმიტი 50-დან 10 ადამიანამდე, ასევე 22:00 საათის შემდეგ აკრძალოს ალკოჰოლის გაყიდვა კორონავირუსის ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

ქვეყნის მოქალაქეებს ასევე მოეთხოვებათ პირბადეების ტარება ყველა დახურულ საზოგადოებრივ ადგილას, მაგალითად, სუპერმარკეტებში.

შეხვედრებში მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვა მინიმუმ ოთხი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 22:00 საათის შემდეგ ალკოჰოლის გაყიდვის აკრძალვა და პირაბდის ტარების მოთხოვნა გაგრძელდება 2 იანვრამდე.

“ჩვენ მზად უნდა ვიყოთ საავადმყოფოების რაოდენობის დაუყოვნებლივი და მკვეთრი ზრდისთვის”, – თქვა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა მაგნუს ჰოინიკემ.

ჰონიკემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დანიამ შეიძინა საკმარისი COVID-19 ვაქცინების მთელი 5,8 მილიონი დოზა მოსახლეობისთვის. ხელისუფლებამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას Johnson & Johnson-თან, რომელიც ვაქცინის დამზადებაზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად