დანია, საქართველო, სლოვაკეთი, სლოვენია, ნიდერლანდები, პოლონეთი – ევროპის 6 ქვეყანაში კოვიდ19-ის რეკორდული ოდენობები დაფიქსირდა

25 სექტემბერს გავრცელებული მონაცემების თანახმად ევროპის 6 ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიურად გამოვლენილ შემთხვევათა რეკორდული რაოდენობები დაფიქსირდა

დანიის შრატების სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, დანიაში დადასტურდა კოვიდინფიცირების 678 შემთხვევა, 89-ით მეტი 19 სექტემბერს დამყარებულ ანტირეკორდზე.
 
დანიაში გამოვლენილი 678 კოვიდინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზირებულია 21 კაცი
 
სულ, დანიაში ჰოსპიტალიზირებულია 101 კაცი, მათგან რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება 25 პაციენტი. რეანიმაციაში მყოფი 25 პაციენტიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებულია 9.
 
სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებისდან დღემდე დანიაში დაფიქსირებულია 25 594 კოვიდინფიცირების შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილა 647 კაცი.
 
100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი დანიაში 110-ის ტოლია
 
საიტ stopcov.ge-ს თანახმად საქართველოში 265 კოივიინფიცირებული გამოვლინდა, წინა დღის რეკორდულ მაჩვენებელზე 86-ით მეტი.
 
საქართველოში კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი ზედიზედ ოთხჯერ დაფიქსირდა.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია 4664 კოვიდინფიცირების შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილია 27 კაცი.
 
100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი საქართველოში 73.9-ის ტოლია.
 
სლოვაკეთის სამედიცინო ინფორმაციის ნაციონალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სლოვაკეთში 419 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 59-ით მეტი წინა დღეს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან სლოვაკეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8 048 შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილია 41 კაცი.
 
100000 მოსახლეზე გადაანგარიშებით ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი სლოვაკეთში 52,2-ის ტოლია.
 
სლოვენიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს იერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სლოვენიაში 192 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 18 სექტემბერს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 55-ით მეტი.
 
სლოვენიის საავადმყოფოებში მკურნალობის კურსს გადის 60 კოვიდინფიცირებული, მათგან 15 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
 
სულ, სლოვენიაში კოვიდინფიცირების 5007 შემთხვევაა დაფიქსირებული, კორონავირუსით გარდაცვლილია 145 კაცი.
 
100000 მოსახლეზე გადათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი სლოვენიაში 72.6-ის ტოლია.
 
პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პოლონეთში კოვიდინფიცირების 1587 შემთხვევა გამოვლინდა, 453-ით მეტი წინა დღეს დაფიქსაირებულ რეკორდულ რაოდენობაზე.
 
სულ, პოლონეთში კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 84 396 შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილია 2392 კაცი.
 
100000 მოსახლეზე გადათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი პოლონეთში 30.0-ის ტოლია.
 
ნიდერლანდურ საიტ allecijfers. nl-ის მონაცემების მიხედვით, ნიდერლანდებში 2 777 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, 233-ით მეტი წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე,
 
ნიდერლანდებში ბოლო ხუთ დღეში ხუთჯერ, ხოლო ბოლო 11 დღეში 9-ჯერ დაფიქსირდა ანტირეკორდი.
 
გამოვლენილი 2 777 კოვიდინფიცირებულიდან ჰოსპიტალიზირებულია 36 პაციენტი.
 
სულ, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან, ნიდერლანდებში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 105 918 შემთხვევა. კორონავირუსით გარდაცვლილია 6 328 კაცი.
 

100000 მოსახლეზე გადათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი ნიდერლანდებში ტოლია 149-ის.

ჩამოთვლილი 6 ქვეყნიდამ მხოლოდ სლოვაკეთი აკმაყოფილებს ევროკომისიის მიერ მწვანე ზონის ქვეყნად ცნობისთვის საჭირო კრიტერიუმს – 2 კვირის განმავლობაში ჯამურად 100000 მოსახლეზე 50 შემთხვევაზე ნაკლები. დანარჩენი 5 ქვეყანა ყვითელი ზონის (50-დან 150-მდე შემთხვევა)ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება. მათგანს ერთს, ნიდერლანდებს, წითელი ზონის (150-ზე მეტი შემთხვევა) ქვეყნებში გადასვლას ერთი ერთეული აშორებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად