დანია ბრიტანეთს Brexit-ის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს

დანია ბრიტანეთს Brexit-ის შემდგომი მეთევზეობის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

დანიის მეთევზეობის მინისტრი რასმუს პრენი აცხადებს, რომ ლონდონის გეგმა, რომელიც ჩრდილოეთ ზღვის დაცულ ზონაში ფსკერზე ტრავლირების აკრძალვას ითვალისწინებს, Brexit-ის შემდგომ შეთანხმებას არ შეესაბამება, რომელიც ევროკავშირის გემებს ბრიტანეთის წყლებში თევზაობაზე სრულ წვდომას 2026 წლამდე მისცემს. ამასთან, მისი თქმით,შესაძლო საპასუხო ზომების განხილვა ჯერ ნაადრევია.

“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა, თუ ბრიტანეთის მთავრობა ამის შეცვლას აპირებს. მიგვაჩნია, რომ ეს მიუღებელია და ეს ჩვენი შეთანხმების დარღვევაა“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები
იტვირთება...