დანელია: თუ სიაში ისევ ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და ის კანდიდატები იქნება, მხარს არ დავუჭერ!

“თუ სიაში ისევ იქნება ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და ისევ ის კანდიდატები, მათ მხარს არ დავუჭერ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აგრარულ საკითხთაკომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ სათაო ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„აიპრესის“ კითხვაზე, იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატები ისევ აღმოჩნდებიან სიაში, დაუჭერთ თუ არ არა მხარს მიხეილ ჩინჩალაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილი, თამარ ალანია…, ოთარ დანელია პასუხობს:”მე პირადად მხარს არ დავუჭერ ამ კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ჩემთვის მიუღებელი არიან მორალური თვალსაზრისით, რომელთა შესახებაც ძალიან ბევრი ბუნდოვანი ან ნეგატიური, ადამიანის უფლებათა შემლახველი საქმეებია, მე მათ მხარს ვერ დავუჭერ.

ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება ინდივიდუალური კენჭისყრა და ყველა მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არ იქნება თანხვედრაში 100%-ით, ყველა დეპუტატი ერთ პოზიციაზე ვერ იქნება. ჩემთვის ვინც მიუღებელია, ცალსახად მე მათ მხარს ვერ დავუჭერ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად