დანელია: სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის 4 მლნ-ით შემცირება მიუღებელია

“კომიტეტისთვის მიუღებელია ზოგადად სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის 4 მლნ-ით შემცირება”. ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

ამასთან ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ნებისმიერი გაზრდილი მაჩვენებელი, ნებისმიერ სექტორში

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ აგრარულ საკითხთა კომიტეტს განსახილველად წარუდგინა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი და დაასახელა პარამეტრები, რაზეც არის დაფუძნებული 2020 წლის ბიუჯეტი.

მისი თქმით, მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 2020 წლისთვის 5.0%-ით არის განსაზღვრული, მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2020 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 48.5 მლრდ ლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს, არსებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, 2019 წელს საგადასახადო შემოსავლების განახლებული პროგნოზი შეადგენს 11 310,0 მლნ ლარს. 2019 წლის განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული 2020 წლის მაჩვენებელიც, რომელიც მშპ-ს 25.0%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 12 130,0 მლნ ლარს.

გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და პროგრამებზე. მან დეტალურად მიმოიხილა დარგების მიხედვით სამინისტროებისა და უწყებების დაფინანსებისთვის განსაზღვრული თანხების საკითხი. განსაკუთრებით დეტალურად ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსების თაობაზე, რომელიც 353 მლნ ლარს შეადგენს. რომლის ფარგლებშიც სურსათის უვნებლობის მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის – 37.1 მლნ ლარია გათვალისწინებული. მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის – 12.7 მლნ ლარი; ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად 129.9 მლნ ლარია გამოყოფილი, რომელიც 32.5 მ,ლნ ლარით არის გაზრდილი. დანერგე მომავალის დასაფინანსებლად – 13.0 მლნ ლარია განსაზღვრული. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსებისთვის 12.0 მლნ ლარი; მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროექტი – 5 მლნ ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ინფრასტრუქტურული განვითარება – 4.5 მლნ ლარი. სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის – 88.3 მლნ ლარი და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად