დანელია: გიორგი გახარიას არც დანიშვნა და არც გათავისუფლება ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის

ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  

“მე მინდა დავიწყო იმ მოვლენებით, რომელიც განვითარდა რამდენიმე დღის წინ, რომელიც დაიწყო გავრილოვის სამარცხვინო ფაქტით და შემდეგ ამას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შსს-მ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით რეალურად ქვეყანა გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებას. აქედან უნდა დავიწყოთ და მერე ქრონოლოგიურად გავყვეთ, თუ რა მოხდა, ვინ გადაამეტა ძალას, რატომ მოეხსნა უფლებამოსილება პოლიციის 10 თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავდით თუ როგორი რამე იყო, რამდენიმე ადამიანი მნიშვნელოვნად დასახიჩრდა, და მათ შორის , 240 ადამიანში, რომელიც იმ საღამოს დაზარალდა და დასახიჩრდა არის 100 პოლიციელი, რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, მეგობრებო, ეს ადამიანები თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ინსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას.

ამასთან გვქონდა ჩვენ რეალურად საქმე. აქედან 30 პოლიციელი, რომელიც გაიტაცეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომლის კადრებიც არსებობს, ყველა მათგანი უკლებლივ არის ნაცემი. არ შეიძლება ჩვენ ასე ერთი ხელის მოსმით დავაყენოთ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი. ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის არც მისი დანიშვნა და არც გათავისუფლება. ამას წყვეტს გუნდი. ეს არის გუნდური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის გუნდური სოლიდარობის საკითხი. ჩვენ ყველა ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას, უკლებლივ და არა მხოლოდ გიორგი გახარია და არა რომელიმე თანამდებობის პირი”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორე დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად