დანელია: გახარიასთვის 1 გროშად არ ღირს ის თანამდებობა, რაც დღეს უჭირავს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამაში?

“გახარიასთვის ერთ გროშად არ ღირს ის თანამდებობა, რაც დღეს უჭირავს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამაში? მე მგონია, არავის. ამიტომ ავიღოთ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებთ და რომელიც აქ არ ზიან ახლა და სხვათა შორის, უნდა ინაწილებდნენ ამ პასუხისმგებლობას პირველ რიგში” – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  

“მე მინდა დავიწყო იმ მოვლენებით, რომელიც განვითარდა რამდენიმე დღის წინ, რომელიც დაიწყო გავრილოვის სამარცხვინო ფაქტით და შემდეგ ამას მოჰყვა სამართლიანი პროტესტი, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შსს-მ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით რეალურად ქვეყანა გადაარჩინა სახელმწიფო გადატრიალებას. აქედან უნდა დავიწყოთ და მერე ქრონოლოგიურად გავყვეთ, თუ რა მოხდა, ვინ გადაამეტა ძალას, რატომ მოეხსნა უფლებამოსილება პოლიციის 10 თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავდით თუ როგორი რამე იყო, რამდენიმე ადამიანი მნიშვნელოვნად დასახიჩრდა, და მათ შორის , 240 ადამიანში, რომელიც იმ საღამოს დაზარალდა და დასახიჩრდა არის 100 პოლიციელი, რატომღაც ჩვენ გვავიწყდება, მეგობრებო, ეს ადამიანები თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ინსტიტუციას და სახელმწიფოებრიობას. ამასთან გვქონდა ჩვენ რეალურად საქმე. აქედან 30 პოლიციელი, რომელიც გაიტაცეს პირდაპირი მნიშვნელობით, რომლის კადრებიც არსებობს, ყველა მათგანი უკლებლივ არის ნაცემი. არ შეიძლება ჩვენ ასე ერთი ხელის მოსმით დავაყენოთ გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი. ოპოზიციის გადასაწყვეტი არ არის არც მისი დანიშვნა და არც გათავისუფლება. ამას წყვეტს გუნდი. ეს არის გუნდური პასუხისმგებლობის საკითხი. ეს არის გუნდური სოლიდარობის საკითხი.

ჩვენ ყველა ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას, უკლებლივ და არა მხოლოდ გიორგი გახარია და არა რომელიმე თანამდებობის პირი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ყველამ ვთქვით ამ ყველაფრის ფასად  ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და საზოგადოებრივი ინტერესი დაკმაყოფილდა, მათ შორის, პროპორციული არჩევნების თვალსაზრისით, ნულოვანი ბარიერით, გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე და პოლიტიკური ფასი არის ძალიან დიდი და დამისახელეთ ერთი პოლიტიკური გუნდი, რომელმაც ამის ნახევარი ფასი მაინც გაიღო მხოლოდ იმის გამო, რომ იყო ძალიან მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც მერე გადაიზარდა დაძაბულობასა და დაპირისპირებაში და ისიც წაქეზებით, ამიტომ დავუბრუნდეთ იმას, ვინ აგებს პასუხს ამ პროცესებზე, ვისი ინსპირირებით მოხდა ეს ყველაფერი, ამ დარბაზში, სადაც ვიმყოფებით და აქაც კითხვები მაქვს შიგნით, საიდან გაჩნდა ის 25 ადამიანი, როგორ შემოვიდა სხდომათა დარბაზში არადეპუტატის მანდატის მქონე ადამიანი, როგორ იყო შეთანხმებული და რამდენი საშვი იყო მოთხოვნილი, რომ შემდეგ გარედან შეერთებოდნენ შემონგრეული ჭიშკრიდან შემოსული დემონსტანტები, აეღოთ პარლამენტი და მორჩა გადატრიალება სახეზე იყო. პოლიტიკური ისტაბლიშმენტი თავის დროზე შეთანხმდა, არავითარი ძალადობა, არსებობს სამართლიან პირობებში ჩატარებული სამართლიანი არჩევნები, რაც არიოს ერთადერთი სწორი იარაღი ხელისუფლების გადაბარების. ჩვენ წავედით ამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე.

2020 წელს “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნულოვანი ბარიერით, პირდაპირპროპორციული არჩევნები იქნება, რომელშიც ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას. ქართველი ამომრჩეველი ადა არა 5 და ათი ვიღაცა ვიგინდარა, რომელიც პროვოცირებს ამ გაუგონარ უმსგავსო ქმედებებს. ამასთან გვაქვს საქმე. დაგვავიწყდა ის პოლიციელები? არავინ მორალური მოცემულობიდან გამომდინარე მათ ჯანმრთელობის პრობლემებზე არ საუბრობს. დაკარგა პოლიციელმაც თვალი, ტრაგედიაა, კატასტროფაა უბედურებაა. შეიძლება ვინმეს სხვა მოსაზრება ჰქონდეს ამასთან დაკავშირებით? შვილები გვყავს და ოჯახები გვყავს აბსოლუტურად ყველას. ძალიან კარგად ვიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას და სწორედ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას ვიღებთ და ვიზიარებთ, ჩვენ არ უნდა გავექცეთ. გახარიასთვის ერთ გროშად არ ღირს ის თანამდებობა, რაც დღეს უჭირავს, ვინმეს ეჭვი გეპარებათ ამაში? მე მგონია, არავის. ამიტომ ავიღოთ ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელსაც ვიღებთ და რომელიც აქ არ ზიან ახლა და სხვათა შორის, უნდა ინაწილებდნენ ამ პასუხისმგებლობას პირველ რიგში. და სწორედ ერთად უნდა მივიღოთ სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომ დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს აბსოლუტურად ყველაფერი და მათ შორის, ქუჩა. ჩემი თხოვნაა, გაგებით მოვეკიდოთ. ერთხელ მაინც ერთსულოვნად შევხედოთ ამას როგორც პოლიტიკურ პროცესს და თუ ჩვენ აქ არ დავლაგდით, გარეთ ვერ დალაგდება ვერავინ”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...