დამწვარი ნაძვის ხის სანაცვლოდ, დედოფლისწყარო შობის დღესასწაულს ახალი ნაძვის ხით შეხვდება

ამის შესახებ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განაცხადა. ნაძვის ხის მონტაჟი ქალაქის ცენტრში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

” 2 იანვარს გვიან ღამით მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, ჩვენი მთავარი ნაძვის ხე დაიწვა, უფრო სწორად დაგვიწვეს. მინდა აქვე მადლობა გადავუხადო პოლიციელებს, რომლებმაც ოპერატიულად მთელი ღამის განმავლობაში იმუშავეს და დაადგინეს ის პიროვნება, ვინც ეს ჩაიდინა. დამნაშავეს სამართალდამცველები მიხედავენ, მე კი მინდა გაცნობოთ რომ, დღეს ჩამოვიტანეთ სრულიად ახალი ნაძვის ხე, რომლის მონტაჟი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ეს იქნება კახეთში ყველაზე დიდი და ვიმედოვნებ, ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე, რომლის ირგვლივაც განთავსდება განათებული საახალწლო ფიგურები. მოგიწოდებთ ყველას, მობრძანდეთ 6 იანვარს, შობის წინა საღამოს რომ გავანათოთ ჩვენი ახალი ნაძვის ხე და გავახაროთ პატარების და არამარტო მათი გულები”- განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.

ცნობისათვის, დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე 2 იანვარს, გვიან ღამით დაიწვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად