თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამზადისია. პარლამენტის შენობაზე 26 მაისისადმი მიძღვნილი ბანერები და საქართველოს დროშაა გამოფენილი, მათ შორის კი წელს არ არის ევროკავშირის დროშა. თუმცა, აღმართული პარლამენტის შენობის წინ, რკინის ღერძზე. ფაქტს, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. 

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, წელს არჩეულია დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სლოგანი „თავისუფლება“ და ბუნებრივია შესაბამისად საქართველოს დროშებით არის გაფორმებული საქართველოს პარლამენტი.

„ჩვენი ოპონენტები პოლიტიკურად რომ დაბრმავებულები არიან ვიცით, მაგრამ როგორც ჩანს პირდაპირაც დაბრმავდნენ. ევროკავშირის დროშა საქართველოს დროშასთან ერთად ახლაც რომ ფრიალებს პარლამენტის წინ, მაშინ რა ლოგიკით გვაქვს ის დატოვებული? სრული აბსურდი. ვის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნაზე საუბრობენ, როდესაც გვახსოვს 2011 წელი, ორი გვამი. მაშინ იყო ევროკავშირისკენ სვლა და დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და დღეს თითქოს სადღაც ერთი დროშა არ არის გამოყენებული. ეს არის მათი ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.