“დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარია”

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი დამოუკიდებელი სასამართლოა.

როგორც მან გადაცემაში „20/30“ განაცხადა, ვერცერთი ოპონენტი ვერ მოიყვანს იმის მაგალითს, რომ მთავრობა რომელიმე უწყების საქმიანობაში ჩაერია.

„მთავრობის არცერთი ქმედება არ აღიქმება ჩარევად, ან ჩარევის მცდელობად და ვერცერთი ოპონენტი ვერ მოიყვანს მაგალითს, რომ ჩვენი მთავრობა ჩაერია რომელიმე უწყების საქმიანობის დამოუკიდებლობაში.

მაგალითად, სასამართლო, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს დავიწყეთ სასამართლოსადმი ნდობის აღდგენის პროცესი და არათუ მათ სამქიანობაში ჩარევის მცდელობა გვქონდა, არამედ დავიწყეთ მოსამართლეების დაცვა. თავად უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, კულბაშვილმაც კი აღიარა, რომ სასამართლო არის სრულიად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩარევისგან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი ჩვენი მთავრობისა და „ქართული ოცნების“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად