დამოუკიდებელი ექსპერტი: შაქარაშვილისთვის დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნების არაერთჯერადი გამოყენებით, ძნელი წარმოსადგენია ეს ერთ ადამიანს გაეკეთებინა

დაზიანებები მიყენებულია ბლაგვი საგნების არაერთჯერადი გამოყენებით, ძნელი წარმოსადგენია ეს ერთ ადამიანს გაეკეთებინა, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” განაცხადა, რომელიც საქმეში ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო.

მისი თქმით, ექსპერტიზამ ყველა იმ კითხვას უპასუხა ამომწურავად, რაც მის წინაშე გამოძიებამ დასვა.

“ამ ეტაპზე რა კითხვებიც იყო დასმული გამოძიების მხრიდან ექსპერტთა კომისიის წინაშე, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზას ვგულისხმობ, ყველა კითხვაზე გაცემულ იქნა კონკრეტული და ამომწურავი პასუხები. კერძოდ, სიკვდილის მიზეზის დადგენა, რაც არგუმენტირებულად არის დასაბუთებული. დადგინდა, რა სახის დაზიანებები ჰქონდა, რაც ყველაზე ღირებულია – დადგინა ამ დაზიანებების სიცოცხლის დროინდელობა შესაბამისი კვლევებით. ასევე გამოიკვეთა სიმთვრალე-სიფხიზლის საკითხიც.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ალბათ გულისხმობთ იმას, რომ ქალას ტრავმას ხომ არ ჰქონდა ადგილი, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია გონების დაკარგვა და პიროვნების წამიერად გათიშვა, ან გარკვეული დროით. ცალსახაა, რომ მას აღენიშნება თვალბუდეში მასიური სისხლჩაქცევა, სისხლნაჟღენთები, აღენიშნება ვრცელი სისხლნაჟღენთები, რომელიც გადადის ცხვირის გვერდითა ზედაპირებზე. რაც ყველაზე საყურადღებოა შუბლის მიდამოში, კანქვეშ აღენიშნება სისხლჩაქცევა. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ადგილი ჰქონდა სახის მიდამოს ტრავმას. სულ ცოტა ქალა ტვინის ტრავმას, ტვინის შერყევის სახით ადგილი უნდა ჰქონოდა. ამ შემთხვევაში გონების დაკარგვა არ გამოირიცხება.

დაზიანებები რაც მიყენებულია მუცლის არეში, საზრადულის მიდამოებში და წელის არეში, ეს მიყენებულია ბლაგვი საგნების არაერთჯერადი ზემოქმედებით. ორივე მხარეს ჰქონდა სისხლის გენატომები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამის განვითარებისთვის საჭირო იყო საკმაო ძალა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეძლებოდა ამდენი დაზიანებების მიყენება”, – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად