დამოუკიდებელი ექსპერტი: გიორგი შაქარაშვილს მოტეხილობები არ ჰქონდა, სახესა და სხეულზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები და ტრავმები

გიორგი შაქარაშვილს მოტეხილობები არ ჰქონდა, სახესა და სხეულზე ჰქონდა სისხლნაჟღენთები და ტრავმები, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის საქმეზე დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ “რეაქციაში” განაცხადა, რომელიც საქმეში ოჯახის მოთხოვნის საფუძველზე ჩაერთო.

“მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ტელევიზიაში გაჟღერდა თითქოს გიორგი შაქარაშვილს აღენიშნებოდა ნეკნების მოტეხილობები, კიდურების მოტეხილობები და ა. შ. ამას ცალსახად ვადასტურებ, რომ მას არანაირი მოტეხილობა არ აღენიშნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირ მოტეხილობას და არანაირ ბლაგვ ტრავმას ადგილი არ ჰქონია. სახეზე იყო დაზიანებები, სახის არეში და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სისხლნაჟღენთების სახით იყო გარკვეული ცვლილებები, ტრავმული. გვამის შინაგანი გამოკვლევისას ნანახი გარეგნული დაზიანებებით. ეს შესაძლებელია მიღებული იყოს ნებისმიერ სიტუაციაში ბლაგვი საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერით ზემოქმედების პირობებში. ამ ეტაპზე ჩვენი მხრიდან დასკვნა, რომ სიკვდილი დადგა ასფიქსიით არ იქნება სწორი. ამიტომ ველოდებით ლაბორატორიული ექსპერტიზის პასუხს.

ექსპერტიზის დასკვნით გავიგებთ რა არის სიკვდილის მიზეზი, დაიდება დასკვნა, სად არის დაზიანებები, რა ხასიათის არის, როგორი დაზიანებებია და რაც ყველაზე ინფორმატიულია, ეს დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდგომი, ან ნაწილი სიცოხლის დროინდელი და ნაწილი სიკვდილის შემდგომი და. ა. შ. ” – განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად