ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტში ივანე მაჭავარიანს იბარებს

საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ პარლამენტის საკომიტეტო ფორმატში მოსასმენად ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს იბარებს.

შესაბამისი მიმართვა ფრაქციის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის ხელმოწერით უკვე გაეგზავნა  პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიას.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოგმართავთ საპარლამენტო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ სახელით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის უახლოეს სხდომაზე, არაუგვიანეს 2020 წლის თებერვლის თვისა, მოწვეულ იქნას საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი“, – აღნიშნულია წერილში.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა.

კომიტეტის ფორმატში ფინანსთა მინისტრის თანდასწერებით განსახილველი საკიტხებია: კერძო სატელევიზიო კომპანიების „რუსთავი 2“-ის, „იმედის“ და „მაესტროს“ ჯამურად 50 მილიონ ლარზე მეტი სახელმწიფო დავალიანების ამოღების გრაფიკი და აღნიშნული გრაფიკის შეთანხმების საფუძვლები; საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2019 წელს გამოვლენილი 100 მლნ ლარამდე ღირებულების ყალბი აქტივების საკითხზე ფინანსთა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია და სამინისტროს პოზიცია; პარლამენტში მთავრობის მიერ 2017 წელს შეტანილ კანონპროექტზე „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ფინანსთა სამინისტროს პოზიცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად