დამენია: “რუსთავი 2”-ის ქონების გაფლანგვაში ჩემთვის ბრალის წაყენება, თითიდან გამოწოვილი თემაა

ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა კახა დამენიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში, მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შემდეგ განაცხადა. 

“აბსოლუტურად არ ვეთანხმები ბრალს, თითიდან გამოწოვილი თემაა. როდესაც დაიწყება საქმის არსებითი განხილვა, ამას ყველა ნახავს. ამ ბრალს არანაირი საფუძველი არ აქვს. არ ვეთანხმები არც აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, იმიტომ რომ უამრავი არგუმენტი მოვიყვანეთ…

ისე წამიყენეს ბრალი რომ საქართველოში არ ვიყავი, ვმკურნალობდი, შევწყვიტე მკურნალობა და ჩამოვედი.

პროკურატურის არგუმენტია, რომ მიმალვის საშიშროებაა. თუ მიმალვის საშიშროება იყო, არ ჩამოვიდოდა და მიმალული ვიქნებოდი”, – განაცხადა კახა დამენიამ.

შეგახსენებთ, 2019 წლის 6 სექტემებერს პროკურატურამ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა დამენია “რუსთავი 2”-ის ქონების გაფლანგვაში ბრალდებულად ცნო, დღეს კი თბილისის საქალაქო სასამართლ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით კახა დამენიას გირაო – 50 000 ლარი შეეფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...