„დამარცხებას სჭირდება ერთი ადგილი“ – ზურაბ ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ დამარცხებაზე

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძე განაცხადა;

“ვინც დამარცხებაზე ფიქრობს მას არ ესმის რა არის დასამარცხებელი. ჰგონიათ, რომ ოცნებას დაამარცხებებენ ისე, რომ ამ რაღაცეებთან შეხება არ ექნებათ. ეგრე არ არის. ოცნება, საპატრიარქო და კრიმინალური სამყარო ახლა არის ერთი მხარე, მანდ გაივლო ხაზი და ამ ბოლო დღემ ეს ხაზი კიდევ უფრო მკვეთრად გაატარა. ან ამას ებრძვი ერთიანად ან ბრძოლაში არ ხარ. სად არიან პარტიები და ლიდერები? ნაწილი მათგანი თვლის რომ საპატრიარქოს კრიტიკა ეკლესიის კრიტიკაა, რწმენის კრიტიკაა, რაც ერთმანეთთან კავშირში არაა. არ უნდათ საპატრიარქოს განაწყენება, რადგან ფიქრობენ მათი ხმები დასჭირდებათ. რაღაც ნაწილს კი ეშინია, უყურებენ ამ ყველაფერს და ეშინიათ.

მეც მჯერა, რომ დამარცხებას სჭირდება ერთი ადგილი და ეს ერთი ადგილი არის საჩვენებელი, როდესაც საფრთხე ექმნება თავისუფლებას. სუსტებს და ჩაგრულებს თუ არ იცავ და მაგის ერთი ადგილი არ გაქვს, მაშინ რა ბრძოლაში ხარ მე არ მესმის.
ამ ქვეყანაში ცალკე ოცნების დამარცხება შეუძლებელია, ოცნება უნდა დამარცხდეს საპატრიარქოსთან და კრიმინალურ სამყაროსთან ერთად”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები
იტვირთება...