დალია გრიბაუსკაიტე: პუტინის გამოსვლა ნეოსტალინისტური იყო

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ პრეზიდნეტ ვლადიმერ პუტინის გამოსვლამ გაეროს 70-ე სესიაზე, საბჭოთა ეპოქის ტოტალიტარიზმი გაახსენა და დაამატა, რომ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს "პუტინი კვლავ მეოცე საუკუნეში ცხოვრობს".

"მის გამოსვლას ნეოსტალინისტურსაც კი ვუწოდებ. როდესაც დიქტატურა იყო ამაღლებული, დემოკრატიას აკრიტიკებდნენ და დასავლეთს ადანაშაულებდნენ ყველაფერში", – განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ გაეროს სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ლიტვა პირველი რესპუბლიკაა, რომელმაც გააღწია საბჭოთა კავშირიდან 1990 წელს და 2004 წელს შეუერთდა ევროკავშირსა და ნატო-ს.

კომენტარები
იტვირთება...