დალი ჩიკვილაძე: სამწუხაროდ დღევანდელი ხელისუფლება ცოტა უწიგნურია

ფოთში, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეს, ნიკოლაძის საზოგადოების წარდგინების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება, სიმბოლურად მისსავე აშენებულ ტაძარში შედგა. ორგანიზატორების განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაციის დაარსება, მიზნად ისახავს ნიკოლაძის ფენომენის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

„ნიკოლაძე იყო, დიდზე დიდი პიროვნება, დიდზე დიდი მოაზროვნე და დიდი საქმეების მკეთებელი, რომელთა კვალი დღესაც ნათელია. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლება ცოტა უწიგნურია და ნიკოლაძის ნააზრევს ნკლებად იცნობს. ამიტომ ამ სზოგადოების დაარსების მიზანია, უფრო ახლოს გაიცნონ მისი ღვაწლი, გეგმები, ევროპასთან მისი სიახლოვე და არაჩვეულებრივი საქმეები, რომლითაც მან მთელ საქართველოში დაიმკვიდრა სახელი“_ განაცხადა ნიკოლაძის საზოგადოების საპატიო თავმჯდომარემ დალი ჩიკვილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად