დაკითხვის შემდეგ, პეტრ პოროშენკოს კვერცხები ესროლეს

უცნობმა პირებმა, დაკითხვიდან გამოსულ პეტრ პოროშენკოს კვერცხები დაუშინეს. როგორც თავად ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, მას არაფერი მოხვედრია.

პეტრ პოროშენკო 12 აგვისტოს, დილით უკრაინის სახელმწიფო ბიუროში დაკითხვაზე მივიდა, რომელიც მის მიერ ტელეკომპანიის შეძენისას გადასახადების გადახდისგან შესაძლო თავის არიდებასთან დაკავშირებულ გამოძიებას ეხებოდა.

შენობის გვერდით კი ყოფილი პრეზიდენტის მოკავშირეები და ოპონენტები იყვნენ შეკრებილი. ისინი სხვადასხვა ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ, ძირითადად კი ისინი მოითხოვდნენ, რომ პეტრ პოროშენკო მიეცათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

დაკითხვა გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების ფონზე ჩატარდა. იმისათვის, რომ ყოფილ პრეზიდენტს შენობაში შესვა და იქიდან გამოსვლა შეძლებოდა, პოლიციამ და უკრაინის ნაციონალური გვარდიის თანამშრომლებმა სპეციალური დერეფანი შექმნეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად