დაკავებული სპეცრაზმელების ადვოკატი საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამორიცხავს

დაკავებული  6 სპეცრაზმელის ადვოკატი დარეჯან გილაშვილი, ამ ეტაპზე საგამოძიებო უწყებებთან საპროცესო შეთანხმების მოლაპარაკების წარმოებას გამორიცხავს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დავით ალელიშვილის პოზიციაა, რომ იგი ასრულებდა თავის უფლებამოვალეობებს, მისთვის არ გადაუმეტებია. არც განზრახ არავინ მოუკლავს და არავისთვის არ უსვრია.  ეს სპეცოპერაცია მისი აზრით სწორად იყო დაგეგმილი და განხორციელებული“. – განაცხადა გილაშვილმა. 

ამასთან „აიპრესის“ კითხვაზე, აპირებს თუ არა ე.წ. კორტების საქმეში დაკავებული 6 სპეცრაზმელის ადვოკატი საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკების წარმოებას, გილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„არ ვიცი ბრალდებულების პოზიცია. მათ მაგივრად ვერ გეტყვით. თუმცა, ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. ეს ალბათ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – განაცხადა გილაშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში მისი დაცვის ქვეშ მყოფი, დავით ალელიშვილი იმყოფება. ხოლო დანარჩენი 5 ბრალდებული ე.წ. „მოდულის“ შენობაში იმყოფებიან. სამმართველოს დატოვების შემდეგ, ადვოკატი  მოდულის შენობაში გადასვლას აპირებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად