დაკავებულების გაცვლის შემდეგ, ლავროვი უკრაინა-რუსეთის ურთიერთობის ნორმალიზაციას იმედოვნებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კომენტარი გააკეთა უკრაინასა და რუსეთს შორის დაკავებულების გაცვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზაციის პერსპექტივას ხედავს.

„ჩვენ ყველამ კმაყოფილება გამოვთქვით „35-35-ზე“ ფორმატით გაცვლასთან დაკავშირებით. ამის საფუძველზე, ვიმედოვნებ, რომ პარალელურად, დონბასში არსებული სიტუაცია და რუსულ-უკრაინული ურთიერთობა შესაძლოა დარეგულირდეს და აგრეთვე, შესაძლოა, ის ცალმხრივი ანტირუსული გადაწყვეტილებები, რომლებსაც პოროშენკოს რეჟიმი მიმართავდა, უკან იქნეს გახმობილი“, – აცხადებს ლავროვი.

უკრაინასა და რუსეთს შორის დაკავებულების გაცვლა 7 სექტემბერს შედგა. მოსკოვმა და უკრაინამ 35-35 დაკავებული პირების გაცვლა განახორციელეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...