დაკარგული სტუდენტი ბათუმში იპოვეს

დაკარგული სტუდენტი, გიორგი ნოზაძე ბათუმში იპოვეს. როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, სტუდენტი უვნებელია და თავს უსაფროდ გრძნობს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ადასტურებს.

სამედიცინო ინსტიტუტის მე-2 კურსის სტუდენტი გიორგი ნოზაძე ორი დღის წინ გაუჩინარდა, მას ოჯახი და სამართალდამცავები ეძებენ.  

3 ივნისს ღამის 12 საათისთვის გიორგი ნოზაძე დიღმის მასივში იყო. ამის შემდეგ იგი აღარ გამოჩენილა.- ამის შესახებ ინფორმაციას გიორგის დედა ინგა მაისურაძე საკუთარ ფეიბუქგვერდზე აქვეყნებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად