დაიკარგა ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმი, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ

რუსეთის პოლიციის 9 მაისის განცხადებით, დაიკარგა იმ საავადმყოფოს ხელმძღვანელი ექიმი, რომელშიც გასულ ზაფხულს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის თვითმფრინავში კოლაფსის შემდეგ მკურნალობდა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ომსკის რეგიონის პრესსამსახური ადასტურებს, რომ ექიმი ალექსანდრ მურახოვსკი აღარავის უნახავს მას შემდეგ, რაც 7 მაისს სანადირო ბაზა ყველგანმავალი მანქანით დატოვა.

სამინისტრო აცხადებს, რომ მურახოვსკის ძებნის ოპერაციაში მონაწილეობენ გადაუდებელი დახმარების უწყებები, ნადირობის ინსპექტორები, საგანგებო ვითარებათა სამინისტროს თანამშრომლები და ადგილობრივი მცხოვრებნი. ძებნის ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენები და დრონებიც. სამინისტრო დასძენს, რომ ძიების ოპერაციას აფერხებს ადგილის სირთულე, რომელიც ჭაობიან მონაკვეთებსაც მოიცავს. სამინისტროს განცხადებით, ყველგანმავალი მოტო სანადირო ბაზიდან დაახლოებით 6 კილომეტრის მოშორებით აღმოაჩინეს.

მურახოვსკი მთავარი ექიმი იყო ციმბირის ქალაქ ომსკის იმ საავადმყოფოში, სადაც პუტინის ყველაზე ცნობილ კრიტიკოსს, ალექსეი ნავალნის მკურნალობდნენ. რამდენიმე თვეში ის ომსკის რეგიონის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.

კომენტარები
იტვირთება...