დაიბარეს თუ არა ბავშვები 123-ე ბაღში ჯგუფური ფოტოს გადასაღებად – ბაღების სააგენტო ყველას კატეგორიულად აფრთხილებს!

დღეს, საინფორმაციო სააგენტო “აიპრესს” თბილისის N123 ბაღიდან რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებმაც განაცხადეს რომ ბაღის დირექტორი, ბავშვებს იბარებდა ჯგუფური ფოტოს გადასაღებად.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ვინაიდან მათ ეშინოდათ, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ითხოვეს, ფოტოს გადაღება სექტემბრისთვის გადაედოთ.

მისი თქმით, პასუხად მიიღო რომ სექტემბერში, ახალ ტალღას ელოდებოდნენ და სავარაუდოდ, ეს ვერ მოხერხდებოდა. დირექტორი მათ ასევე პირდებოდა ფოტოს გადაღების დროს დისტაციის დაცვას.

მშობელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს რომ ვინაობის გამხელა იმ მარტივი მიზეზის გამო არ სურს, რათა სამომავლოდ ბავშვს ბაღში რაიმე პრობლემები არ შეექმნას.

ჩვენ აქვე დავძენთ რომ “აიპრესს” გააჩნია იმის ამსახველი ფაქტები, თუ როგორ გამოთქვამენ წუხილს მშობლები, იმის გამო რომ დირექციას ვერ ითანხმებენ ფოტოსესიის გადატანაზე.

მშობელი N1:

“პრიველ რიგში, დირექციას არ უნდა დაეშვა ჯგუფური ფოტოს გადაღება, თვითონ ძალაობენ ახლა გადავიღოთ ალბომიო”

მშობელი N2:

“გთხოვთ, თუ დიდად არ შეფერხდებით, იქნებ გადავიტანოთ”

მშობელი N3:

“ბევრი ბავშვი რჩება უსურათოდ, რადგან ყველას არ სურს ამ ეპიდემიის დროს ჯგუფურ თავშეყრაში მიიღოს მონაწილეობა, დირექცია კი ჯიუტად გვაძალებს სურათების გადაღებას”

აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს საბავშო ბაღის დირექტორი ხათუნა ახობაძე. როგორც ის ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მათ ბავშვები ფოტოს გადასაღებად არ დაუბარებიათ. აქვე დასძენს რომ მშობლებმა გამოთქვეს ფოტოს გადაღების სურვილი, რაზეც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უარი მიიღეს.

” ბავშვები ბაღში ფოტოს გადასაღებად ნამდვილად არ დაგვიბარებია. მშობლები რომ მოდიოდნენ პროდუქტის წასაღებად, ამბობდნენ იქნებ ალბომი მაინც დარჩეთ სამახსოვროდ. მე ვუთხარი უარი. ვნახოთ აგვისტოს ბოლოს როგორი სიტუაცია იქნება, იმის მიხედვით, ახლა-არა”

სიტუაციის გასარკვევად ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დავუშკავშირდით. როგორც სააგენტოში აცხადებენ:

” თბილისის ყველა საჯარო ბაღს აქვს შესაბამისი ინსტრუქცია მიცემული, ყველა მათგანი გაფრთხილებულია, მსგავს ღონისძიებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, არც ექნება”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად