#დაგვთვალე – ქუთაისელი კოლეგების სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას ქუთაისელი კოლეგები უცხადებენ.

ჟურნალისტები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და აქცია გამართეს სახელწოდებით #დაგვთვალე.

“დღევანდელი აქციით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. რადგან მიგვაჩნია, რომ კოლეგებზე ზეწოლა აისახება ყველა ჩვენგანზე. მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი მარტო არ არიან და ჟურნალისთა კორპუსი გვერდით ვუდგავართ  ყველა ქალაქიდან” – აღნიშნა ipress – თან საუბრისას ჟურნალისტმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად