“დაგვეხმარეთ!” – აჭარის ტელევიზიასთან სოლიდარობის აქცია დასრულდა

აჭარის ტელევიზიასთან, მაუწყებლის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქცია დასრულდა.

ტელევიზიის შენობასთან აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტები, მათი კოლეგები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და, ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს, რომლითაც ახალი ამბების სამსახურის უფროსის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწო, მისი მოადგილის შტატი კი გაუქმდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, დირექტორის ეს გადაწყვეტილებები, არხის საინფორმაციო დამოუკიდებლობას რეალურ საფრთხეს უქმნის. ისინი მოუწოდებენ საზოგადოებას, აჭარის ტელევიზიაზე გავლენების მოპოვების გადამწყვეტ ბრძოლაში, ჟურნალისტებს გვერდში დაუდგნენ.

საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავენ, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებიც-„დაგვეხმარეთ!“, ასეთია მათი გზავნილი. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ეს არის მაუწყებლის სამთავრობო გავლენების დამყარების მცდელობა და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული ქმედება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია, დღეს, ქუთაისშიც გაიმართა.

მაუწყებელში შექმნილ ვითარებაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს წერილობით მიმართეს, ქვეყანაში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად