დაღუპულია 25 კაცი – უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ხარკოვთან კატასტროფა განიცადა (ვიდეო)

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვთან ახლოს კატასტროფა განიცადა უკრაინის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ან-26- მა.

კატასტროფა ხარკოვის ოლქში, ქალაქ ჩუგუევთან, ადგილობრივი დროით 20:45 საათზე მოხდა. ბორტზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ უკრაინის საჰაერო ძალების ხარკოვის უნივერსიტეტის კურსანტები.
 
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ან-26 სასწავლო ფრენას ასრულებდა. კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე ხომალდის მეთაურმა, 30 წლის მაიორმა ჩუგუევოდან რადიოთი შეატყობინა ხმელეთს, რომ ძრავს რაღაც პრობლემები ჰქონდა.
 
ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ ორი კურსანტი გადარჩა. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და მათი კიევში ტრანსპორტირების საკითხი განიხილებოდა.
 
თავდაპირველი ინფორმაციით ბორტზე სულ 28 კაცი იმყოფებოდა. მოგვიანებით დაზუსტდა, რომ სულ ბოლო მომენტში ერთი კურსანტი მოხსნეს ფრენიდან  და კატასტროფაში  მოჰყვა 27 კაცი.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად