დაღუპული ფეხბურთელის ბიძა: შეცვლილი ჩვენების ალბათ ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა ზეწოლა იყოს

შეცვლილი ჩვენების ალბათ ყველაზე საფუძვლიანი ვერსია შესაძლოა ზეწოლა იყოს, – ამის შესახებ დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“გეთანხმებით, რომ შეცვლილი ჩვენების ერთ-ერთი რეალური ვერსია და ალბათ ყველაზე საფუძვლიანიც შესაძლოა იყოს ზეწოლა. მეორე, შესაძლებელია იყოს ზოგადად არსებული ის ძალიან მძიმე მენტალიტეტი, რაზეც ხშირად არის თქვენს გადაცემებში საუბარი, რომ შესაძლოა ვიღაცამ არ განახორციელოს ზეწოლა, მაგრამ ბავშვი მოექცეს ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქვეშ. მაგალითად ის, რომ არ არის კაი ტონი და “კაი ბიჭობა”, რომ ვიღაცას ხელი დაადო და შენი ჩვენებით დაიჭირონ. ბუნებრივია მან დაადო ხელი პირველი ჩვენებით და შესაძლოა ვიღაცამ ამის რეაბილიტაცია მოინდომოს. როგორც წესი გამოძიებაში პირველად მიცემული ჩვენებები არის ბევრად რეალური, ვიდრე შემდეგი”, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად