დაღუპული 27 ადამიანი და მილიარდზე მეტი ცხოველი- ხანძრის შედეგები ავსტრალიაში (ფოტორეპორტაჟი)

ნოემბრის დასაწყისიდან ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროები ტყის ხანძარმა მოიცვა. გლობალური დათბობისა და გვალვის სეზონის გახანგრძლივების შედეგად, ხანძარი დესტრუქციული გახდა. ახალ სამხრეთ უელსსა და მეზობელ შტატ ვიქტორიაში ხანძარს მინიმუმ 27 ადამიანი ემსხვერპლა.

ხანძრის შედეგად 700-ზე მეტი შენობა განადგურდა, დაიწვა მინიმუმ 3 მილიონი ჰექტარი მიწა.

სიდნეის უნივერსიტეტის ცნობით, ფართომასშტაბიანი ტყის ხანძრის შედეგად მილიარდზე მეტი ცხოველი დაიღუპა.

ავსტრალიის მოქალაქეს ხელში უჭირავს კოალა, რომელიც მან დამწვარი ტყიდან გამოიყვანა

ფოტო:  EPA/Vostock-photo

ხანძრის შედეგები ახალ სამხრეთ უელსში

ფოტო: Reuters

დამწვარი ავტომობილები სოფელ მოგოში

ფოტო:  Reuters

სამხრეთ უელსის შტატში ხანძარს გადარჩენილი კოალა

ფოტო:Reuters

დაწვარი ხიდი ბერილის ტბასთან

ფოტო: EPA/ТАСС

ვიქტორიის შტატი, ხანძრის შედეგები

ფოტო: EPA/ТАСС

ფერმის მფლობელი ესვრის ძროხას, რომელიც ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავდა

ფოტო: EPA/ТАСС

ახალი სამხრეთ უელსის შტატში დანგრეული სახლი

ფოტო: EPA/ТАСС

ქალაქ ნაურაში დამწვარი ტყე

ფოტო: EPA/Vostock-photo

ქალაქ კიაში ძაღლი თავის პატრონს ელის, მათი სახლი ხანძრის შედეგად დაიწვა

ფოტო: Reuters

მოამზადა თაკო ჩხაიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად