დაგარახლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მერმა შეაფასა

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დაწყებულია სოფელ დაგარახლოს სასაფლაოსთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.
პროექტი ხორციელდება ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და რეგიონალური ფონდების დაფინანსებით, რომლის ღირებულებაც 291000 ლარს შეადგენს.
მუშა პროცესი დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა შეაფასა.
სოფელ დაგარახლოში ამ დრომდე არ არსებობდა მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა, პროექტის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს კონფორტულ გადაადგილებას.
აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად