დაძაბული შეხვედრა და ლაპორტას ულტიმატუმი კუმანს – 4 მატჩში არცერთი დაკარგული ქულა ან გაშვება

გუშინ ჩემპიონთა ლიგა განახლდა. ცენტრალური მატჩი “კამპ ნოუზე” გაიმართა, სადაც “ბარსელონამ” “ბაიერნს” უმასპინძლა და უშანსოდ დამარცხდა 0:3. მასპინძლებს კარში ერთხელაც არ დაურტყამს და ეს კლუბის ყველაზე ცუდი შედეგია 2003-04 წლების შემდეგ.

ესპანური მედიის ცნობით, შეხვედრის დასრულებისთანავე შეხვედრა გაიმართა კლუბის პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის, რომელსაც კლუბის რამდენიმე სხვა მაღალჩინოსანიც ესწრებოდა. შეხვედრა დაძაბულად წარიმართა და კუმანს ლაპორტამ ულტიმატუმიც წაუყენა – არცერთი ქულა არ უნდა დაიკარგოს უახლოეს 4 მატჩში, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუშვებენ.

კომენტარები
იტვირთება...