დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის თანამშრომლები ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კულტურის სამინისტროს და პრემიერ-მინისტრს მიმართავენ, თუკი ამ ყველაფერს შედეგი არ ექნება, გაფიცვას გეგმავენ.

თანამშრომლები მუზეუმის შესასვლელთან შეიკრიბნენ და მიმართვა იქედან გაავრცელეს.

მათი განცხადებით, გამოიყენეს ყველა პლატფორმა შესაბამისი უწყებებისთვის ხმის მისაწვდენად, თუმცა რეაგირება ამდრომდე არ ყოფილა.

როგორც მუზეუმის დირექტორი ლილი ბერაია აცხადებს, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროში ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულად რაიმე ვადებზე, თუ როდის შეიცვლება ვითარება არ საუბრობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად