დაჩი ცაგურია: მეგის ქარდავა მიშას სახე და ანარეკლია

მეგის ქარდავა მიშას სახე და ანარეკლია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაზარალებულმა, დაჩი ცაგურიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„ეს არის პათოლოგიური ადამიანების ჯგუფი. ამდენი წლის შემდეგ სახლში უდევს წამების ვიდეოკადრები და ეს არ იცოდა მიშამ?! წარმოუდგენელია. თვალებში ამ ნაცარს ვერ შეგვაყრიან. რომ არ სცოდნოდა მიშას და ამას ის მორალურად არ იზიარებდეს და ჩვეულებრივად არ უყურებდეს, მაშინ დღეს ის კი არ გაიჭიმებოდა და ხელისუფლების აღების დუჟმორეული წყურვილი კი არ ექნებოდა, გამოვიდოდა და მიწაზე სახით იხოხებდა და ბოდიშებს ისე მოიხდიდა. ვინც ამ სისტემის მსხვერპლი ვიყავით აქეთ გვადანაშაულებენ. ჰუმანისტები გახდნენ ისინი, ვინც მაშინ ჩვენს წამებაზე დაგვცინოდნენ და აბუჩად გვიგდებდნენ და ახლა აქეთ გველაპარაკებიან“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

18 ნოემბერს, პროკურატურამ მეგის ქარდავას და ალექსანდრე მუხაძის საქმეზე ვიდეომტკიცებულება გაასაჯაროვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა უკრაინაში 11 სექტემბერს დააკავეს, 17 სექტემბერს კი საქართველოში მისი ექსტრადიცია განხორციელდა.

საქართველოს პროკურატურა მეგის ქარდავას ექსტრადირებას მის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის 11 საქმეზე ითხოვდა. გარკვეულ საქმეებზე ქარდავა დაუსწრებლად არის მსჯავრდებული, ხოლო დანარჩენი საქმეები არსებითად განიხილება შესაბამის სასამართლოებში.

მეგის ქარდავა თავდაპირველად 2018 წელს, რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით უკრაინაში შეღწევის მცდელობისას დააკავეს. იმავე წლის დეკემბერში მას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა

კომენტარები
იტვირთება...