დაბა წყნეთში სპორტული ცენტრი აშენდება

ამის შესახებ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოში დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა წყნეთელებს პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ სპორტული ცენტრის მშენებლობა მათი სურვილი იყო.

“ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე და ასეთი ობიექტების მშენებლობაზე. ჩვენი მიდგომა და დამოკიდებულებაა, სხვადასხვა რაიონებში ასეთი მულტიფუნქციური კომპლექსების მშენებლობა.

აღნიშნული სპორტული ცენტრი დაახლოებით, 700 კვ.მ ფართობზეა განთავსებული და სავარჯიშო და სატრენაჟორო დარბაზებს მოიცავს, აქვს გასახდელები, სველი წერტილები და ადმინისტრაციული ოთახები. სპორტულ დარბაზში იფუნქციონირებს კარატეს, ძიუდოს, ტანვარჯიშის, აკრობატიკის სექციები და ფიტნეს დარბაზი. ობიექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულად ადაპტირებულია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად