დაბა თიანეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

დაბა თიანეთში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა საჭიროებებთან. ბაღი სამ სააღმზრდელო ჯგუფზეა გათვლილი. დაწესებულებაში სკოლამდელი განათლების მიღებას დაბა თიანეთსა და მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვები შეძლებენ.

ახლადაშენებული საბავშვო ბაღი მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა თამაზ მეჭიაურმა, ბაღის მომავალ აღსაზრდელებთან ერთად გახსნეს.

„სიამაყით აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წელს, თიანეთის მუნიციპალიტეტს ოთხი საბავშვო ბაღი შეემატა – ორი აშენდა, ორი კი სრულად რეაბილიტირდა. დაწესებულებებში ყველა შესაბამისი პირობაა შექმნილი, რათა თიანელმა ბავშვებმა ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიიღონ. მინდა, მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ სასიკეთო საქმის დაფინანსებისთვის“ – აღნიშნა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა შალვა კერესელიძემ.

დაბა თიანეთის საბავშვო ბაღის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 460 000 ლარს აღემატება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად