დაბა თიანეთში 4 000-მდე ადგილობრივი სასმელ წყალს სტაბილურად მიიღებს

თიანეთში წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია. ადგილობრივებს სასმელი წყლის მიწოდების სეზონურად წარმოქმნილი პრობლემა მოუგვარდა. 

დაბა თიანეთს წყალი 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება, თუმცა, ზამთრისა და ზაფხულის პერიოდში, წყლის მცირე დებეტის გამო, მოსახლეობა სასმელ წყალს შეზღუდული გრაფიკით იღებდა. ადგილობრივების უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა საკუთარი ძალებითა და რესურსით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, სათავე ნაგებობიდან დამატებითი წყლის რესურსის მოძიების შედეგად დებეტი გაიზარდა, რაც თიანეთის 4000-მდე მაცხოვრებელს, ზამთარსა და ზაფხულში, სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...