დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტება იწყება

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში გოგებაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა, ეკონომიკის სამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ლალიაშვილმა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი პაპიაშვილმა დაათვალიერეს.

ამ ეტაპზე გზის მოსწორების და წყალამრიდების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივების საყოფაცხოვრებო პირობების, ისე ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.

სამუშაოების მთლიანი ღირებულება 491 811 ლარს შეადგენს და სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად